კინოთეატრ „რუსთაველში“ ქართული კულტურფილმების საღამო გაიმართება
კინოთეატრ „რუსათაველში“ 5 დეკემბერს, 20:საათზე, კოტე მიქაბერიძის, სიკო დოლიძის, ვახტანგ შველიძისა და ალექსანდრე ჯალიაშვილის 30-იანი წლების კულტურფილმების მცირე რეტროსპექტივა მოეწყობა. ექსკლუზიური მასალა, რომელსაც ცოცხალი მუსიკით რეზო კიკნაძე და ანსამბლი „Consilia" გააფორმებენ, საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციიდანაა.
ეს ჩვენება-კონცერტი მივიწყებულ საბჭოთა პროპაგანდისტულ ფილმებს გაგაცნობთ. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ქართული კინოს კლასიკოსების უცნობი სურათები და თანამედროვე მუსიკა.