ნატა მურვანიძე: იქნებ, „კულტურა“ შემოვიდეს ქართულ ტელესივრცეში?
„მეცხრე არხის“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საინტერესო მოსაზრება გააჩნია მსახიობს ნატა მურვანიძეს. მან ამის შესახებ „ფეისბუკის“ საკუთრ გვერდზე დაწერა.
„ივერიონი“ მის მისაზრებას უცვლელად გთავაზობთ:
"მეცხრე არხთან" დაკავშირებით წესიერად არც კი ვიცი რა ხდება. ვიცი, რომ ეკატერინე ხვედელიძისაა და მესმის, რომ გათავისუფლება უნდათ ამ "მძიმე" ტვირთისგან. შავერდაშვილის განცხადებაც წავიკითხე, მაგრამ იქნებ არხის "განიარაღება" უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, ვიდრე კიდევ ერთი საინფორმაციო არხის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და გაუთავებელი კრიტიკა რამდენად ობიექტურია, რომ ეს არხი კულტურას გადაეცეს. ამ შემთხვევაში იყოს ხვედელიძის.
ჯანმრთელი საზოგადოების აღზრდა თუ უნდათ, ასეთი არხის გარეშე შეუძლებელია ამის გაკეთება, როცა ყველა არხზე ან სწრაფად მოლაპარაკე, საშინელი ინფორმაციის მატარებელი წამყვანის ხმა ისმის, ან სერიალებით თავის მოტყუება და დროის გაყვანა ხდება. სრული დეგრადაცია. "საპატრიარქოს" ხომ აქვს არხი? და რულოვსსაც აქვს რადიო "მუზა"(ეს უკანასკნელი “ვარდების რევოლუციის” ყველაზე დიდი მონაპოვარი მგონია) უამრავი ადამიანია, რომელიც კინოს ძალიან კარგი სპეციალისტია და სისულელეებითაა დაკავებული, უამრავი გამოფენა კეთდება, ეხლა ძალიან მაგარი კინოფესტივალი იწყება. ამისთვის ხალხი უნდა აღზარდო, რომ სიამოვნება მიიღოს ხელოვნებისგან. რამდენი წიგნი იწერება, რამდენი კონცერტი ტარდება? რამდენი პრემიერა? კარგი, ცუდი - ეს სხვა საკითხია და ამაზე საუბარიც კულტურის განვითარებისთვისაა სასარგებლო. ეს აუცილებელია. თუ არ ვცდები, სულ ადრე იყო კიდეც ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მერე ეს არხი დახურეს. იქნებ, "კულტურა" შემოვიდეს ქართულ ტელესივრცეში? არ ეწყინოთ მათ, ვისაც სხვა გეგმები აქვთ. ეს უბრალოდ სურვილია. " მე ვისურვებდი"