ზურაბ ნოღაიდელი პარტიის დასაბრუნებლად "დაბრუნდა"?!

ზურაბ ნოღაიდელი პარტიის დასაბრუნებლად "დაბრუნდა"?!

"პარტიის დასაბრუნებლად ბრძოლას ვაპირებ, მაგრამ აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებს ჯერ არა", _ განაცხადა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ზურაბ ნოღაიდელმა.

ნოღაიდელი ამბობს, რომ პროკურატურაში შეტანილი აქვთ განცხადებები, რათა მოხდეს მერაბიშვილ-ადეიშვილის საქმეების გამოძიება, რომელიც მისი პარტიისთვის "სამართლიანი საქართველოსთვის" საქმიანობაში მიზანმიმართულ ხელშეშლას გულისხმობს.

 

"კერძოდ, პარტიის რეგისტრაციის პროცესში ხელოვნურად გვიქმნიდნენ დაბრკოლებებს და ეს ხდებოდა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მითითებით", _ აცხადებს ნოღაიდელი.

 

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის მოძიებასაც ნოღაიდელი და მისი თანაგუნდელები მოითხოვენ, არის მათი პარტიის წევრის, პაატა კაიკაციშვილის უკანონო დაჭერა. "ოთხმა პოლიციელმა მას ნარკოტიკი ჩაუდო და კიდევ რამდენიმე პოლიციელმა მისცა მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება. ეს განხორციელდა ქობულეთის ან ბათუმის პოლიციის მთვარი სამმართველოს ხელმძღვანელის მითითებით, რეალურად კი, ამის მთავარი დამვეთი იყო საქართველოს მთავარი ძალოვანი ვანო მერაბიშვილი", - განმარტავს ზურაბ ნოღაიდელი.

 

ის ასეევ შეეხო რამდენიმე დღის წინ ვანო მერაბიშვილის პროკურატურაში დაბარების და დაკითხვის ფაქტს და აღნიშნა: "ის რომ არსებობს პასპორტის ასლი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ პასპორტი რეალურია. მაგრამ, ვანო მერაბიშვილმა, რომელიც პოლიციური რეჟიმის მთავარი შემქმნელია, პასუხი უნდა აგოს ბევრად მძიმე დანაშაულზე, ვიდრე ყალბი პასპორტით სარგებლობაა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: