ალექსი პეტრიაშვილი ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ევროკავშირის დახმარების ახალი ინსტრუმენტის „ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტი - ENI“ მომზადებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს 2014-2020 წლების ევროკავშირის დახმარების სტრატეგია და მასში შემავალი პრიორიტეტული მიმართულებები.
ამ საკითხებთან დაკავშირებით საფუძვლიანი მსჯელობა გაიმართა.