მეჩითოვსა და ხუნდაძეს თანამდებობიდან უშვებენ

მეჩითოვსა და ხუნდაძეს თანამდებობიდან უშვებენ

ამ წუთებში საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია საკუთარი მოდგილეების იური მეჩითოვისა და ხათუნა ხუნდაძის თანამდებობაზე დარჩენა- არადარჩენის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს. 

 

ამის შესახებ "ივერიონს" კულტურის სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს.

 

"ამ წუთებში მინისტრთან არიან იური მეჩითოვი და ხათუნა ხუნდაძე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრი, წინასწარ ამის თქმა ძნელია. მინისტრის გადაწყვეტილებას ოპერატიულად გავავრცელებთ. მანამდე კი მეტს ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრეს პრესცენტრში. 

 

სავარაუდოდ, მინისტრი საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას გაითვალისწინებს და იური მეჩითოვსა და ხათუნა ხუნდაძეს თანამდებობიდან დაითხოვს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: