„ბინდმა“ რეკორდი მოხსნა
კინოფილმ „ბინდის“ დასკვნითი ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკის კინოპროექტის ლიდერი გახდა. „Associated Press“-ის ინფორმაციით, 2 დეკემბრის მონაცემებით, ფილმის მოგება 17,4 მილიონი დოლარია.
ზედიზედ სამი კვირაა, რაც „ბინდის“ მეხუთე ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკის კინოპროექტის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად ითვლება. ამ დროისთვის ფილმის სრული შემოსავალი 254,5 მილიონი დოლარია.
მეორე ადგილზეა ახალი ფილმი ჯეიმს ბონდზე „სკაიფოლის კოორდინატები“. უიკენდზე მან 17 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო, ხოლო მისი სრული შემოსავალი 246 მილიონია.
მესამე ადგილს სტივენ სპილბერგის ფილმი „ლინკოლნი“ იკავებს. უიკენდზე მან 13,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა ფილმის შემქმნელებს. კინოსურათი აშშ-ს პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებას ეძღვნება. ფილმის სრული შემოსავალი 83,7 მილიონია.
ჩრდილოეთ ამერიკის კინოპროექტში მეოთხე ადგილი მულტიპლიკაციურმა ფილმმა „ოცნების დამცველები“ დაიკავა. ფილმის სრული შემოსავალი 49,9 მილიონი დოლარია.
მეხუთე ადგილზე კი გავიდა ფილმი „ცხოვრება პი“. ფილმის სრული მოგება 48,3 მილიონ დოლარს აღწევს.