სოზარ სუბარი: ამნისტია 3500-მდე ადამიანს შეეხება

სოზარ სუბარი: ამნისტია  3500-მდე ადამიანს შეეხება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით სამინისტროს რეკომენდაციების დიდი ნაწილია გათვალისეინებული.


,,ჩვენ იუსტიციის სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომელსაც დავურთეთ სტატისტიკა.  რეკომენდაციების დიდი ნაწილი პარლამენტის მიერ, პრინციპში, გათვალისწინებულია. განხილვაში ის სამინისტროებიც მონაწილეობდნენ, რომელთა საქმიანობა უშუალოდ დანაშაულის პრევენციას და მის მოხდას ეხება“, - აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრი.


სუბარის თქმით, ამნისტია დაახლოებით 3500 ადამიანსს შეეხება და ის ძირითადად, ნაკლებად მძიმე დანაშაულს ითვალისწინებს. ხოლო ის მუხლები, რომლებიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს, ამოღბულია.


,,ვიღაცას შეიძლება მიაჩნია, რომ ქურდობა ნაკლებად მძიმე დანაშაულია, მაგრამ როცა რამოდენიმე ასეულ ადმაიანზეა საუბარი და არსებობს საფრთხე, რომ ისინი დანაშაულს ისევ ჩაიდენენ, მათი გათავისუფლებისგან თავი შევიკავეთ. ამნისტია ქურდობის ბრალდებით დაკავებულ მხოლოდ იმ პირებს შეეხებათ, რომლებსაც დანაშაული ერთჯერადად აქვთ ჩადენილი“, - განმარტა მინისტრმა.


სოზარ სუბარმა ხანგრძლივი პაემნებისა და ერთი პატიმრის შესანახად გამოყოფილი თანხის გაზრდაზეც ისაუბრა.


მისი თქმით, პაემნების ხანგრძლივობა 24-დან 48 საათამდე გაიზრდება, თუმცა მისი ღირებულების დაკლებაზე საუბარი ჯერ არ არის და პაემნის ღირებულება ისევ 60 ლარი იქნება.


ერთი პატმრის შესანახად გამოყოფილი თანხა კი 90-დან 110 ლარამდე გაიზრდება. სოზარ სუბარის განცხადებით, სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც დაწესებულებების ხელმძღვანელობის მიერ 90 ლარის მიზნობრივად დახარჯვის შესახებ გამოიძიებას ჩაატარებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: