„პეტრიოტის“ რაკეტების თურქეთში განთავსებას ნატო მხარს დაუჭერს
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რწმენა გამოთქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თურქეთის თხოვნას, მის ტერიტორიაზე ნატოს მიერ ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტების განთავსების შესახებ, დაკმაყოფილებს. ოფიციალური ანკარის თხოვნის საფუძელი სირიისგან შესაძლო იერიშის შემთხვევაში, თავდაცვაა.
„როგორც ადრეც არაერთხელ გვითქვამს, ამ იარაღის განთავსება მხოლოდ თავდაცვას ემსახურება. ის არავითარ შემთხვევაში გაუწევს ხელშეწყობას ფრენისგან თავისუფალი ზონის დაცვას ან შეტევით ოპერაციებს“, - განაცხადა რასმუსენმა ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
რასმუსენის განცხადებით, რაკეტების განთავსება მომავალ კვირებში მოხდება მას მერე, რაც ალიანსის წევრები, რომლებსაც ეს რაკეტები აქვთ, გადაწყვეტილებას დაამტკიცებენ.