რას სთავაზობს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს?

რას სთავაზობს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს?

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოლაპარაკებას სთავაზობს.


ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიტანულ გამოცემა "ფაინეიშელ ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


გამოცემასთან სააკაშვილი პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს. პრეზიდენტის განმარტებით, მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი იპოვონ გამოსავალი პოლიტიკური ჩიხიდან.


სააკაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ მზადაა ახალ ხელისუფლებას, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას, სრულად გადასცეს კონტროლი ქვეყნის საშინაო საქმეებზე და თავად, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დარჩენილ პერიოდში, სრული კონცენტრირება მოახდინოს საგარეო ურთიერთობებზე. სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისა და პრემიერის კონფლიქტმა შესაძლოა, ცუდი შედეგი გამოიღოს და დასავლეთის ქვეყნებმა უარი თქვან საქართველოს მხარდაჭერაზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: