ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

სერგო თეთრაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენს

სერგო თეთრაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენს

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ  ალექსანდრე მუხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მუხაძე გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორია. ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
მუხაძის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე ამ წუთებში მასალების გასაცნობად მთავარ პროკურატურაში იმყოფება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირია დაკავებული, თუმცა მედიის წარმომადგენლებისთვის ამ დორმდე მისი ვინაობა უცნობია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ განცხადება 28 ნოემბერს გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, ამ საქმეზე ვინმე სისაური უკვე დააკავეს, ხოლო ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსი ტერაშვილი პატიმრობაში იმყოფებიან.

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განმარტებით, სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული საქმე 2011 წელს შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, თუმცა აღნიშნული საქმის გამოძიება 2012 წლის 14 ნოემბერს განახლდა. საქმის აღძვრას საფუძვლად  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებები და მოწმეთა ჩვენებები დაედო.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: