დედოფლისწყაროში კარანტინი გამოცხადდა

დედოფლისწყაროში კარანტინი  გამოცხადდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში, იოსებ ჭიღიტაშვილის კუთვნილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ცოფი დაუდგინდა.

როგორც დედოფლისწყაროს გამგეობაში qiziyi.ge-ს განუცხადეს, უკვე გამოიცა გამგებლის ბრძანება, რის მიხედვითაც სოფელ ზემო მაჩხაანში, ე.წ. „თელა წყალის“ ტერიტორია არაკეთილსაიმედო კერად გამოცხადდა და კარანტინი დაწესდა.

ააიპ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს“ დაევალა დაავადებულ ცხოველთან კონტაქტირებული მოსახლეობის აღრიცხვა და მონიტორინგის წარმოება ცოფით დაავადებულ ცხოველთან კონტაქტირებული მოსახლეობის ანტირაბიული პროფილაქტიკური აცრების  ჩატარებაზე.

სოფელ ზემო მაჩხაანის მიწადსარგებლობის ტერიტორიაზე, ადგილი ,,თელა წყალი“, როგორც ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედო კერაში, აიკრძალა ძაღლებისა და კატების ქუჩაში გაყვანა ან მათი სარეალიზაციოდ გადაყვანა. სსიპ სურსათისა  ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურმა სამმართველომ უნდა უზრუნველყოს: – ცოფიან ცხოველთან კონტაქტირებული ცხოველების გამოვლენა, ლიკვიდაცია;  იმუნო-ბუფერული ზონის შექმნის მიზნით, ცოფის ამთვისებელი ჯანმრთელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია;  ცოფიანი ცხოველის მიერ დასნებოვნებული ეზოების დეზინფექცია;  აღნიშნული დაავადების თაობაზე მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფა.

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Regards! I appreciate it. casino en ligne France Helpful knowledge Thanks a lot. casino en ligne Truly loads of awesome knowledge! casino en ligne francais Thank you. A good amount of data! casino en ligne Regards, Valuable stuff. casino en ligne Great stuff, Many thanks! casino en ligne Kudos, Ample postings! casino en ligne Nicely put. Kudos. casino en ligne Information clearly used.. casino en ligne France Really all kinds of beneficial knowledge. casino en ligne

Facebook კომენტარები: