ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ხევსურეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა

ხევსურეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა

გუშინ ღამით შატილში თოვლი მოვიდა და ხევსურეთთან დამაკავშირებელი  საავტომობილო გზა ჩაიკეტა. ამ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.


„შატილში თოვლი გუშინ ღამით მოვიდა. „დათვის უღელტეხილი“, საიდანაც გზა პირიქითა ხევსურეთში გადადის, ჩაიკეტა. გზა გაწმენდას უკვე აღარ ექვემდებარება, რადგან ახლაც ინტენსიურად თოვს და ძლიერი ქარია. ხევსურეთის სოფლებში მოსახლეობა ზამთარში შეშით თბება. რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, მათ უკვე წინასწარ დაიმარაგეს. ჩვენ მოსახლეობასთან კავშირი გვექნება და თუ ვინმეს ექიმი დასჭირდება, ვერტმფრენით გადმოვიყვანთ“, – აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ შაღაშვილი.
 
შატილსა და მუცოში ზამთარში 28 ოჯახი ცხოვრობს, ზაფხულობით 70-მდე. შატილში ფუნქციონირებს სკოლა-პანსიონი, სადაც ის ბავშვები სწავლობენ და ცხოვრობენ, რომელთა ოჯახებიც ზამთარს ხევსურეთში ატარებენ.


ხევსურეთისკენ მიმავალი გზა აპრილამდე აღარ გაიხსნება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: