ჰამიდ კარზაი ნატოსა და ამერიკას აკრიტიკებს
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ნატოსა და ამერიკას მის ქვეყანაში უსაფრთხოების მზარდი პრობლემების გამო აკრიტიკებს.
ამერიკულ ტელეარხ NBC-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კარზაიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მხრივ, მძიმე ვითარების მიზეზი, თალიბანის თავდასხმებთან ერთად, „სტრუქტურებია, რომლებიც ნატომ და აშშ-მა ავღანეთში შექმნეს“.
პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების სფეროში დასავლეთის კერძო კომპანიებისა და კონტრაქტორების ქმედებამ დიდი უკმაყოფილება და საფრთხის განცდა გააჩინა ავღანელებში.
„ამერიკა პატივს არ სცემს ქაბულის სუვერენიტეტს და ამით არღვევს შარშან გაფორმებულ შეთანხმებას აშშ-ავღანეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, - აცხადებს კარზაი.