გრიბოედოვის თეატრში სამი პრემიერა გაიმართება
8 და 9 დეკემბერს ალექსამდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ქორეოგრაფების მარიამ ალექსიძისა და საშა ევტიმოვას (მაკედონია) ერთმოქმედებიანი ბალეტების პრემიერა.
საბალეტო პროგრამა დასრულდება გლაზუნოვის ბალეტის "რაიმონდას" მესამე მოქმედებით, რომელიც ჩვენი დასისთვის მარიუს პეტიპას ქორეოგრაფიის მიხედვით ნინო ანანიაშვილმა და ალექსეი ფადეეჩევმა დადგეს.
8 დეკემბერს რაიმონდას პარტიას ნინო ანანიაშვილი შეასრულებს. მას პარტნიორობას დასის ახალგაზრდა სოლისტი ერიკ ბუროუ გაუწევს. 9 დეკემბერს კი მაყურებელი მთავარ პარტიებში წამყვან სოლისტს ლალი კანდელაკსა და ახალგაზრდა მოცეკვავეს, ოთარ ხელაშვილს იხილავს.