პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის 10-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.


"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის პირველი მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.


ამასთან, უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განზრახ დანაშაულის პირველად ჩამდენი პირი, რომელმაც სრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა გარკვეული მუხლებისა.


უნდა გაუნახევრდეს სასჯელი განზრახი დანაშაულის პირველად ჩამდენ პირს, რომელმაც მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვნების ასაკში.


ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს სასჯელი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალს, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.


უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩამდენი პირი, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.


ასევე უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განზრახი დანაშაულის პირველად ჩამდენი პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე ან/და მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.


პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უნდა აღუდგეს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.


ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ და აღსრულებულ ჯარიმაზე ან/და ქონების ჩამორთმევაზე. ასევე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც დანაშაული ჩადენილი აქვს 2012 წლის 2 ოქტომბრამდე.


ამნისტიის კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლი პოლტიპატიმრებისა და პოლიტდევნილების სტატუსის მატარებელ პირებს ეხებათ. მათზე ამ კანონით პოლიტიკურ ამნისტია ცხადდება.


"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები მისი მუხლობრივი განხილვების დროს კიდევ შევა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: