კლასიკური მუსიკის მესამე ეროვნული კონკურსი იწყება

კლასიკური მუსიკის მესამე ეროვნული კონკურსი იწყება

ხვალ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ხელოვნების აკადემიის ორგანიზებით, კლასიკური მუსიკის მესამე ეროვნული კონკურსი გაიხსნება. 

 

საღამოს აკადემიის რექტორი ვალერიან შიუკაშვილი გახსნის, რომელიც ამავდროულად ჟიურის თავმჯდომარეცაა. 

 

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ყველა რეგიონის სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეები მე-II დან XII კლასის ჩათვილით. 

 

ჟიურის წევრები საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მევიოლინე ირინე იაშვილი და დირიჟორი დავით მუქერია არიან. 

 

III ეროვნულიკონკურსი წინა კონკურსის გრანპრის მფლობელმა, ნათია ნატროშვილma gaxsna. სწორედ მისი სოლო კონცერტით დასრულდება გახსნის ცერემონიალი.

10 დეკემბრიდან კი საკონკურსო მოსმენების დაწყება იგეგმება. 16 დეკემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ლაურეატთა დაჯილდოვება და კლასიკური მუსიკის III ეროვნული კონკურსის დახურვის ცერემონია გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: