ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის 110 ტილო გამოიფინება
დღეს საქართველოს ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე მხატვრის 110 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. წარმოდგენილი ტილოები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდში ინახება.
იუნესკოს გენერალური კონფერენციის 36-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ეს იუბილე ამ ორგანიზაციების მიერ 2012-2013 წლებში მიღებული მნიშვნელოვანი მოვლენების სიშია შეტანილი.