დღეს შეწყალების კომისია 500-ზე მეტი პატიმრის საქმეს განიხილავს
დღეს პრეზიდენტის სასახლეში 15:00 საათზე შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართება.
ელენე თევდორაძის ინფორმაციით, სულ 500-ზე მეტი პატიმრის საქმე განიხილება. რომელთა ნაწილი პრეზიდენტის სახელით, ხოლო ნაწილი საპატრიარქოდან არის წარდგენილი.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ მსჯავრდებულს შეიწყალებს კომისია.