ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

სერგეი ლავროვი საქართველოსთან კომპრომისზე თანახმაა?!

სერგეი ლავროვი  საქართველოსთან კომპრომისზე თანახმაა?!

რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. 

 

"ჩვენ ვეხმაურებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძის დანიშვნას. დავამყარებთ მასთან კონტაქტს და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა რაღაცას გაარკვევს", - აღნიშნა ლავროვმა.

 

რუსეთის პირველი დიპლომატი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოსთან კონტაქტების წინააღმდეგი არასდროს იყო და მზად იყო კომპრომისებიც მოეძებნა. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა აღდგეს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში შეტანა. 

 

"არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში ელექტროენერგია რუსული კომპანიის მონაწილეობით შედის", - განაცხადა ლავროვმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: