ზემო ლარსის საზღვარზე მოძრაობა შეზღუდულია
საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი ამინდის გაუარესების გამო ჩაკეტილია.
ჩრდილოეთ ოსეთის განათლების სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელის იულია სტარჩენკოს განცხადებით, მძიმე ტექნიკიანი მანქანების მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. მისივე თქმით, მოძრაობა შეზღუდულია ასევე ვლადიკავკაზ-ლარსის მაგისტრალის ორივე მიმართულებით.