დავით კაკაბაძეს გირაო - 13 ათასი ლარი შეუფარდეს
ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით კაკაბაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 13 ათასლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
პროკურატურა გეგმავს, თხოვნით მიმართოს სასამართლოს, რათა კაკაბაძეს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე უფლებამოსილება შეუწყდეს.
აღნიშნულ პროცესს მხარის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და პარლამენტარი გიორიგი თევდორაძე ესწრებოდნენ.
დავით კაკაბაძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს. ის აცხადებს, რომ ეს არის ზეწოლა ადგილობრივი თვითმმართველობისა და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ ვანის საკრებულოს თავმჯდომარე სამართალდამცავებმა წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს.