მელია და ნიუკომბი საქართველოში ჩამოდიან
დღეს საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიდო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელია და აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბი გამართავენ.
აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, მელია და ნიუკომბი საქართველოს ხელისუფლების, აგრეთვე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
კერძოდ, შეხვედრები გაიმართება საქართველოს იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან, მთავარ პროკურორთან არჩილ კბილაშვილთან, პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
"ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რაც ქვეყანას ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან დააახლოვებს", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.