"თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული დაპირისპირებაა მოსალოდნელი"

"თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული დაპირისპირებაა მოსალოდნელი"

"შეიარაღებულ ძალებში დღეს მიმდინარე ცვლილებები ერთი ოჯახური კლანის მეორეთი ჩანაცვლებაა", _ აცხადებს სამხედრო ექსპერტი გიორგი ლილუაშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში პროფესიონალიზმით კი არ ხდება კადრების დანიშვნა, არამედ ისევ ახლობლური მოტივაციით. მართალია, სამსახურში წინა ხელისუფლების მიერ განთავისუფლებული პირების აღდგენა მიმდინარეობს, მაგრამ ისინი არიან სხვადასხვა მიზეზით განთავისუფლებული ადამიანები და არა ისინი, ვინც სასამართლო დავა სამართლიანად მოიგო.


"თავდაცვის სამინისტროში არ არიან სპეციალისტები, ვინც შეაფასებენ, რა განსაზღვრავს პროფესიონალიზმის ხარისხს", _ აცხადებს ლილუაშვილი.


მისი თქმით, მაშინ, როცა სამინისტროში არსებობს წინა ხელისუფლების კადრები, გარდაუვალია შიდა დაპირისპირება სამინისტროს ძველ და ახალ კადრებს შორის. აუცილებელია, ოფიცრები პროფესიონალიზმის მიხედვით დაბრუნდნენ, თორემ განხეთქილება გარდაუვალია.


"დაბალი ინტელექტის ადამიანები ყოველთვის საფრთხეს უქმნიდნენ ჯერ საკუთარ თავს და მერე გარშემომყოფებს, ამით კი მოსახლეობა ზარალდება. შესაძლოა, საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც კი მივიდეს. ამის საშიშრობა კი ნამდვილად არსებობს", _ აცხადებს სამხედრო ექსპერტი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: