ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დღეს ჟენევის მოლაპარაკებების 22-ე რაუნდი გაიმართება

დღეს ჟენევის მოლაპარაკებების 22-ე რაუნდი გაიმართება

დღეს ჟენევის მოლაპარაკებების 22-ე რაუნდი გაიმართება. ჯგუფის შეხვედრაზე განხილული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე თავისუფლად გადაადგილების საკითხები და სხვა ჰუმანიტარული საჭიროებანი.


რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ლეგიტიმური მთავრობების წარმომადგენლები.


ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალი მთავრობა, რომელიც ჟენევის დისკუსიებში პირველად მიიღებს მონაწილეობას ახალი შემადგენლობით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში შექმნილ ჟენევის დისკუსიების არსებულ ფორმატს და მზად არის, ხელი შეუწყოს მისი მუშაობის არა მხოლოდ გაგრძელებას, არამედ გააქტიურებას.


"იმედი გვაქვს, რომ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებთან მიმართებაში შევძლებთ გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯების სამუშაო რეჟიმში განხილვას, რაც ჟენევის პროცესს პოზიტიურ დინამიკას შესძენს. ადამიანის უფლებები, ჰუმანური და ჰუმანიტარული განზომილებები უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. ადამიანის ძირითადი უფლებები და საჭიროებები არ უნდა დაზარალდეს რთული პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის ფონზე", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: