დავით საყვარელიძეს დაკითხვაზე იძულებით მიიყვანენ?!

დავით საყვარელიძეს დაკითხვაზე  იძულებით მიიყვანენ?!

საქართველოს მთავარი პროკურორის  არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით,  დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესაძლოა,  იძულებით მიიყვანონ.


არჩილ კბილაშვილის განმარტებით, დავით საყვარელიძეს კანონი ავალდებულებს,  მისცეს ჩვენება, ხოლო თუ  საგამოძიებო სამსახურში არ გამოცხადდება,  ამით ის  კანონს დაარღვევს.


"ჩვეულებრივ შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ მოწმე შეიძლება იყოს იძულებით მიყვანილი, თუმცა პარლამენტის წევრზე ეს წესი არ მოქმედებს. ასე რომ,  ამ შემთხვევაში შესაძლოა,  მიემართოს პარლამენტს შესაბამისი ნებართვის გაცემის შესახებ", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რიყის გასხვისების თემასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაკითხვაზეა  დაბარებული.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: