უნდა გადადგეს თუ არა გიგი უგულავა?

უნდა გადადგეს თუ არა გიგი უგულავა?

ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომ რაკი შსს-ს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს, მალე თბილისის მერს _ გიგი უგულავას მიადგებიანო.


ესეც რომ არ იყოს, უგულავას მიმართ მრავალ ადამიანს აქვს პრეტენზია და აქტიურად მოითხოვენ მის გადადგომას.


მაგრამ, როგორც ჩანს, გიგი უგულავას მოწინააღმდეგეებთან ერთად მომხრეების საკმაოდ დიდი გუნდიც ჰყვას.


მის მხარდასაჭერად ინტერნეტში არსებობს გვერდი www.vote2012.ge, სადაც აქტუალურ საკითხებზე მიმდინარეობს ე.წ. კენჭისყრა. ამ დროისთვის მთავარ გვერდზე გამოტანილია კითხვა: "უნდა გადადგეს თუ არა მერის თანამდებობიდან გიგი უგულავა?


მიუხედავად წინა ხელისუფლების და განსაკუთრებით გიგი უგულავას მიმართა არსებული უარყოფითი დამოკიდებულეისა, ვებ-გვერდის ვიზიტორთა უმრავლესობა ხმას გიგი უგულავას "არ გადადგომას" აძლევს.


შედეგები ასეთია: უნდა გადადგდეს _ 452


                  არ უნდა გადადგეს _ 565


ხმის მიცემის დასრულებამდე დარჩენილია 19 დღე, 12 საათი და 13 წუთი.


არ ვიცი, ეს რამდენად რეალურად ასახავს საზოგადოებაში არსებულ დამოკიდებულებას, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გვერდის პოპულარიზაცია "ფეისბუქით" ძალიან აქტიურად ხორციელდება.


ამავე საიტზე ვნახავთ შეკითხვებს:


"არის თუ არა "მე-9 არხის" სახით დამოუკიდებელი ტელევიზიის გაქრობის საშიშროება?"


"გჯერათ თუ არა, რომ ვანო მერაბიშვილი არ ცდილობდა ქვეყნიდან უკანონოდ გაქცევას?"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: