ირაკლი ღარიბაშვილი: სიტუაცია სტაბილურდება, კრიმინალი მცირდება!
"თბილისი მარიოტში" მიმდინარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განმარტებით, ამ მხრივ ქვეყანაში ვითარება ხელისუფლების გადაბარების პროცესში გართულდა, რადგან კრიმინალებმა გარდამავალი პერიოდით ისარგებლეს.
"ჩვენ სამინისტროში არჩევნებიდან მალევე ვერ შევედით და ამ პერიოდში პოლიცია სრულად დემორალიზებული იყო. ისინი დანაშაულზე არ რეაგირებდნენ, რითაც კრიმინალებმა ისარგებლეს და წვრილმანი დანაშაულის რიცხვმა მოიმატა. თუმცა ჩვენ დავიწყეთ პოლიციის რეორგანიზაცია, შევცვალეთ ყველა სამსახურის უფროსი და პოლიციის უფროსები. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია, კრიმინალის რიცხვი მცირდება, დანაშაულის გახსნის სტატისტიკა კი მატულობს. შესაბამისად, დღეს პოლიციის მუშაობით კმაყოფილი ვართ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რა თქმა უნდა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლოდროინდელ დაჭერებს.
"ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილად ვეკიდებით თითოეული ადამიანის ბედს და ვიცავთ სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები და მტკიცებულებები თითოეულ საქმესთან დაკავშირებით და მზად ვართ, ისინი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილ