პუტინი იძულებით მიდის, რას იზამს სააკაშვილი?!
ბევრი გატაცებულია ასტროლოგიური პროგნოზით, რომელიც ადამიანებში ძირითადად შიშის დანერგვას უწყობს ხელს _ როგორც წესი, ასტროლოგები საუბრობენ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს დედამიწაზე უახლოეს მომავალში.
მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგიური პროგნოზი ხშირად მართლდება, მართლმადიდებლური რელიგია აღნიშნულ პროგნოზებს სკეპტიკურად უყურებს და მოუწოდებს თავის მრევლს _ არ გაამახვილონ ყურადღება ასტროლოგების "წინასწარმეტყველებებზე".
რელიგია ამას იმით ხსნის, რომ ყველაფერი უფლის ნებით ხდება და არავის აქვს უფლება წინასწარ "განჭვრიტოს" მოსალოდნელი კატაკლიზმები.
მიუხედავად ამისა, ასტროლოგია მაინც თავის საქმეს აკეთებს და სხვათა შორის, ბევრი დამჯერე და მხარდამჭერიც ჰყავს. ასეა საქართველოშიც _ ბევრი ჩვენი თანამემამულე ინტერესით ელოდება მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებს, რომელიც ზოდიაქოზე დაყრდნობით, საკუთარ "წინასწარმეტყველებებს" გვთავაზობს.
როგორც ჩანს, ასტროლოგია ფართოდაა განვითარებული რუსეთშიც.
რუსი ასტროლოგი მიხეილ ლევინი ასტროლოგიაში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოღვაწეობს და ბევრ საინტერესო პროგნოზსაც გვთავაზობს, რომელიც ხშირად გარკვეული სიზუსტით ამხდარა ხოლმე.
ერთ-ერთი მისი ბოლო პროგნოზი რუსეთის ძლევამოსილ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკავშირდება. იგი არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამტკიცებდა, რომ პუტინი გაიმარჯვებდა და მესამე ვადითაც მოვიდოდა ხელისუფლებაში, მაგრამ საპრეზიდენტო ვადას ვერ დაასრულებდა _ იგი პოსტს სიკვდილის ან ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის გამო დატოვებდა.
უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინს ხერხემალზე სერიოზული პრობლემები გაუჩნდა _ იგი ჭიდაობისას დაიზიანა. ამბობენ იმასაც, რომ მას ხერხემალზე სიმსივნე განუვითარდა.
ლევინი ამტკიცებს, რომ პუტინი საპრეზიდენტო პოსტს 2013 წელს დატოვებს, რასაც სერიოზული ავადმყოფობა აიძულებს. ვნახოთ, რამდენად "გაარტყამს" ბატონი ლევინი, თუმცა არაოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს პოსტის დატოვება ვადაზე ადრე მოუწევს.
რუსეთი რუსეთად, მაგრამ საინტერესოა, რა პროგნოზებს გაგვიკეთებს ბატონი მიხეილ ცაგარელი ჩვენს ძლევამოსილ პრეზიდენტთან დაკავშირებით _ დატოვებს თუ არა იგი პოსტს 2013 წლის იანვარში, თუ... ოქტომბრამდე მოგვიწევს მისი ხუშტურების ატანა?!