ამერიკელი შეშფოთებული სენატორები ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ

ამერიკელი შეშფოთებული სენატორები ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ

ამერიკელი სენატორები ჯინ შეინი, ჯო ლიბერმენი, ჯეიმს რიში, ლინდსი გრეჰემი და ჯონ მაკკეინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსთვის მიწერილ წერილში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი დაჭერებზე წუხილს გამოთქვამენ.


"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, გამოძიებებით, დაპატიმრებებითა და ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკური დევნის შესახებ გავრცელებული ხმებით", - წერენ სენატორები  წერილში, რომელიც 6 დეკემბერს გამოცემა “ფორინ პოლის“-ში გამოქვეყნდა.


"დღეს ჩვენ ვწერთ მზარდი შეშფოთებით იმის ალბათობაზე, რომ ეს ქმედებები შესაძლოა, იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და არჩევნების შემდგომ პერიოდში ქულების დასაწერად მიმართული. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ თქვენმა ადმინისტრაციამ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რათა არიდებული იყოს აღქმაც კი იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ შერჩევითი სამართალი გამოიყენება", - ნათქვამია წერილში.


გამოცემის ინფორმაციით, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პარტია "ქართულმა ოცნებამ" მილიარდერ ივანიშვილის ლიდერობით გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, მაღალი რანგის ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები გამოთქვამდნენ თავიანთ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ წინა ხელისუფლების 23 ოფიციალური პირის მიმართ სამართლებრივი დევნა, მათ შორის კორუფციისა და წამების ბარლდებებით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.


სენატროების წერილში ახალი მთავრობის პოლიტიკური კურსი და დაკავებები, რომელსაც ხელისუფლება სრულიად სამართლიანს უწოდებს, მკაცრად არის გაკრტიკებული:


"ჩვენ მივესალმებით თქვენ სიტყვებს, რომელიც გამორიცხავს შერჩევით სამართალს, თუმცა ჩვენ მწუხარებით აღვნიშნავთ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით ღრმა შეშფოთებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის კომენტარები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები "კრიმინალები და დამნაშავეები" არიან. დანაშაული და უდანაშაულობა უნდა განისაზღვროს მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ და საპირისპირო ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ეჭვგარეშე იყო გამყოფი, თუმცა საარჩევნო კამპანია დასრულდა", - წერენ სენატორები ბიძინა ივანიშვილს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: