“ლეიბორისტები” გამოჩნდნენ?!
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შალვა ნთელაშვილი პარტიის ლიკვიდაციას გეგმავს, სიცრუეა.
„ვინ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას? ეს აბსურდია! „ლეიბორისტული პარტია“ ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. უბრალოდ, ჩვენ სამუშაო ტაიმ-აუტი ავიღეთ. როდესაც ისევ გამოვჩნდებით პოლიტიკურ არენაზე, ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.