51%-მა არ იცის, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი

51%-მა არ იცის, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი

NDI-ს კვლევის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკა, უფრო კონკრეტულად კი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები და მოლოდინები.


გამოკითხულ რესპონდენტთა 51%-მა არ იცის, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, 22% კი, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ელოდება.


გამოკითხულთა 17% აცხადებს, რომ საქართველო ნატოს წევრი 2016 წლის შემდეგ გახდება, 9%-ის აზრით კი, საქართველო არასდროს გახდება ნატოს წევრი.


კვლევა საქართველოში 14-დან 25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1947 რესპოდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. როგორც ლუის ნავარომ განმარტა, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 3%-ია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: