საქართველოს მოსახლეობის 89% პოლიტიკური ინფორმაციის მისაღებად ტელევიზიას იყენებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ქართული მედიასივრცე.
ეს განსაკუთრებით საინტერესოა, მაშინ როცა ჩვენს ქვეყნაში მედიის თავისუფლების კუთხით არასტაბილური მდგომარეობა.
ამასთან დაკავშირებით NDI საკმაოდ მომცველობითი კვლევა ჩაატარა. გთავაზობთ კვლევის შედეგებს:
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 89% საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინფორმაციის მისაღებად პირველ წყაროდ კვლავ ტელევიზიას იყენებს. დაახლოებით 6% ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ ინტერნეტით იღებს, 1 % - ჟურნალ-გაზეთების საშუალებით, ასევე მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან.
კვლევის მიხიდვით, ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გამოკითხულთა 85 %, „პირველ არხს“ გამოკითხულთა 58 %, მეცხრე არხს 53 % და „მაესტროს“ 46 %. ადგილობრივ მაუწყებლებს მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ გამოკითხულთა 34 % იყენებს.
კვლევებში ვერ მოხვდა ტელეკომპანია „იმედი“, რადგან რეორგანიზაციის გამო კვლევის ჩატარების პროცესში „იმედს“ არ ჰქონდა საინფორმაციო მაუწყებლობა.
ინტერნეტის მეშვეობით მოქალაქეთა 11 % უყურებს „მეცხრე არხს“, 9 % - „მაესტროს“, 8% კი - „რუსთავი 2“-ს.
ნდობის თვალსაზრისით, გამოკითხულთა 36 % ენდობა ტელეკომპანოა „მეცხრე არხს“, 31 %- ტელეკომპანია „მაესტროს“, 30 % საპატრიარქოს ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“.
შედარებით ნაკლები ნდობა აქვთ გამოკითხულებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, „კავკასიისა“ და „პირველი არხის“ მიმართ.
კვლევის პროცესში დასმული იყო ძალიან საინტერესო კითხვა, თუ ძირითადად ვის ინტერესებს გამოხატავს ესა თუ ის სატელევიზიო არხი.
გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, რომ „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებლი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გამოხატავს, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“ და „კავკასია“ კი - „ქართული ოცნების“ ინტერესებს.
ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებლად აღიქმება ტელეკომპანია „აჭარა“, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დეპარტამენტი მართავს.