გიგი წერეთელი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას საეჭვოდ მიიჩნევს
"ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მთავარი ამოცანა უნივერსალურობისა და ხარისხიანობის დანერგვაა", _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა.
გუშინდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ განაცხადა, რომ მომავალ წელს მინიმალური სადაზღვეო პაკეტების დარიგება დაიწყება.
ამასთან დაკავშირებით წერეთელი აცხადებს: "ბოლო პერიოდში ჩვენი ხელისუფლება, კერძო კომპანიების განვითარების გზით წავიდა. ჩვენთვის ეს გზა ყველაზე უფრო ეფექტური იყო. რაც შეეხება ამ პაკეტს, ეს ჯერჯერობით შორს არის იმ დაპირებისგან, რომელსაც "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ პირდებოდა მოსახლეობას. მათი თქმით, ყველას უნივერსალური და ხარისხიანი დაზღვევა ექნებოდა. გარდა ამისა, დანამდვილებით ისიც არ ვიცით, რა ძირითადი კომპონენტებისგან შედგება ეს პაკეტი".