მედიკამენტების საცალოდ გაყიდვა აღარ აიკრძალება

მედიკამენტების საცალოდ გაყიდვა აღარ აიკრძალება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აფთიაქებში მედიკამენტების საცალო გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.


 სამინისტრო აცხადებს, რომ საცალო გაყიდვაზე არ ვრცელდება რაიმე სახის შეზღუდვა მაშინ, როდესაც მედიკამენტი მოთავსებულია ფირფიტაში, ბლისტერში ან სხვა სახის კომპაქტურ დაფასოებაში.


„არანაირი სახის ახალი რეგულაცია არ ყოფილა დაწესებული. ძალაშია მხოლოდ მოქმედი ნორმატივები. რაც შეეხება დიდი მოცულობის შეფუთვიდან აბების ან კაფსულების გადანაწილებას პოლიეთილენის პაკეტებში, შეზღუდვა ან რაიმე სახის აკრძალვა არც აქ ყოფილა დაწესებული. განსხვავება ის არის, რომ ამ სახის გადაფასოება (განსხვავებით ზემოთ აღწერილი განცალკევებისაგან) მოითხოვს გარკვეული მარტივი პირობების დაცვას. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, საცალო გაცემა შესაძლებელი გახდება შეუფერხებლად“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


სამინისტროს ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პრობლემები შეექმნებათ მედიკამენტების საცალო შეძენაზე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს ტელეფონზე: 15 05

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: