დავით საყვარელიძე: ნუ დაემსგავსება კბილაშვილი ცირკის დირექტორს

დავით საყვარელიძე: ნუ დაემსგავსება კბილაშვილი ცირკის დირექტორს

პარლამენტს უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით საყვარელიძის დაკითხვაზე გამოძახების შესახებ უწყება მიუვიდა.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა საყვარელიძის გამოძახების შესახებ უწყება პარლამენტის კანცელარიაში უკვე ჩააბარეს.


როგორც უწყებაშია აღნიშნული, დავით საყვარელიძე ხვალ, 12:00 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დასაკითხად არის დაბარებული.


საყვარელიძე უწყებაში მოწმის სახით დასაკითხად დღეს, 12:00 საათზეც იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადებულა. მიზეზად კი, მან კომიტეტის სხდომა დაასახელა.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ დავით საყვარელიძემ მათ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომ დღეს პარლამენტში სხდომას ესწრებოდა და ამიტომ, დაკითხვაზე ხვალ დაიბარეს.


მთელი დღის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკეთებდა ხმამაღალ განცხადებებს:


„ჯერ როგორც ხედავთ, გარეთ ვარ. მაინტერესებს, ბორკილებით აქედან გამათრევენ, კომიტეტიდან, სესიიდან თუ სახლში შემომივარდებიან გოგა ხაჩიძის ოჯახის მსგავსად? ნუ გადააქცევენ მთავარ პროკურატურას ცირკად და ნუ დაემსგავსება მთავარი პროკურორი ცირკის დირექტორს, ადეკვატურად იმოქმედოს", - აღნიშნა დეპუტატმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: