სასამართლო პროცესზე ფოტო და ვიდეოგადაღება დაიშვება

სასამართლო პროცესზე ფოტო და ვიდეოგადაღება დაიშვება

უკვე დიდი ხანი სასამართლო დარბაზში პროცესის  ფოტო და ვიდეოგადაღების დაშვებაზე მიმდინარეობს მუშაობა.


ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პროგნოზები ხელისუფლების მხრიდან უკვე კეთდება. საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლო პროცესის ჩაწერის, ასევე ვიდეო და აუდიო საშუალებებით ჩაიწერის უფლება მიეცემა. შესაბამისი ცვლილება "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შედის, რომლის ინიციატორიც მთავრობაა.


კანონპროექტი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.


როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ  ალექსანდრე ბარამიძემ განმარტა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იქნება, დაინტერესების შემთხვევაში, ჩანაწერი მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, სხვა ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიებს და კერძო პირებს გადასცეს.


მისი თქმით, დარჩება სპეციალური შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ  ნაფიც მსაჯულთა გადაღებაზე დაწესდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: