ტომას მელია: საქართველოში კოჰაბიტაცია და ინკლუზიური დემოკრატია მკვიდრდება!

ტომას მელია: საქართველოში კოჰაბიტაცია და ინკლუზიური დემოკრატია მკვიდრდება!

,,აშშ თვალყურს ადევნებს საქართველოში გარდამავალ პროცესს და კოჰაბიტაციას, რომლის ტრადიციაც საქართველოში მკვიდრდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ტომას მელიამ ამერიკის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისივე თქმით, ამერიკის ხელისუფლება პოზიტიურად მიიჩნევს ივანიშვილის განცხადებას უმცირესობების შემწყნარებლობით მიღების აუცილებლობის შესახებ.


,,ჩვენ პოზიტიურად მივიჩნევთ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც ეხებოდა უმცირესობების შემწყნარებლობით მიღების აუცილებლობას. ეს იმედის მომცემი განცხადებაა და ვიმედოვნებთ, რომ ამას ყველა პოლიტიკოსი გაითვალისწინებს, რადგან უმცირესობის მოსაზრებებიც მნიშვნელოვანია. ჩვენ, პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებებს აღვიქვამთ ინკლუზიურ პროცესად, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც სექსუალური, ასევე რელიგიური უმცირესობების მოსაზრებები. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში იქნება ინკლუზიური დემოკრატია", - განაცხადა ტომას მელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: