რას ემსახურება გიგი უგულავას შედგენილი 2013 წლის ბიუჯეტი?

რას ემსახურება გიგი უგულავას შედგენილი 2013 წლის ბიუჯეტი?

თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება – თბილისელები’’ თავმჯდომარე, ბიუჯეტის განხილვაში საზოგადოების მეტ ჩართულობას ითხოვს.


გულიკო ზუმბაძე ზაალ სამადაშვილს მოუწოდებს, საკრებულოს სხდომაზე დაინტერესებული პირების დასწრება და ამავე სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსლაცია უზრუნველყოს.


,,მიგვაჩნია, რომ როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა იყოს ასახული ათასობით უსახლკარო დევნილისა და ასევე თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ათასობით ჩვენი თანამოქალაქის პრობლემა’’, -  აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი და დედაქალაქის მერს, 2013 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს უწუნებს.


ზუმბაძის თქმით, გიგი უგულავას მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი "ნაციონალური მოძრაობის'' პოლიტიკური მდგრადობის შენარჩუნებას უფრო ემსახურება, ვიდრე პირველი ოქტომბერს გამარჯვებული ხალხის ინეტერსებს.


დღესვე "ქართული ოცნება – თბილისელების’’ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს, ფრაქციის პრესსპიკერი მამუკა ბალიაშვილი  წარუდგინა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: