ალექსი პეტრიაშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია

ალექსი პეტრიაშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია.


სახელმწიფო მინისტრმა ნატოს კუთხე განაახლა და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.ღონისძიებას საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და საქართველოში ლიტვის ელჩი იონას პასლაუსკასი დაესწრნენ.  საუბრის მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და ავღანეთში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საერთაშორისო მისიის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობა იყო.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუდენტები სხვა საკითხებთან ერთად   საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.


სტუდენტებთან შეხვედრამდე ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმს ხელი საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თენგიზ გოგოტიშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მოაწერეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: