დედაქალაქის საკრებულო მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს
თბილისის საკრებულოში ხვალ "ქართული ოცნების" ფრაქციების ერთობლივი გაფართოებული სხდომა გაიმართება.
საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის განცხადებით, სხდომაზე დედაქალაქის 2012-2013 წლის ბიუჯეტის და საბავშვო ბაღების სააგენტოს საქმიანობის საკითხებს განიხილავენ.
კერძოდ, თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების დაფინანსების ამოღების შემდეგ მოხდება თუ არა სოციალურად დაუცველთა მიმართ დაგროვილი დავალიანების დაფარვა და ამ მხრივ, როგორი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტი. სხდომაზე ასევე განიხილება ბაგა-ბაღებში პოლიტიკური თუ სხვა მიზეზით გათავისუფლებული სპეციალური განათლების მქონე თანამშრომლთა საკითხიც.
ფრაქციების წარმომადგენლების შეკითხვებს თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი რამაზ სულამანიძე და სხვა პასუხისმგებელი პირები უპასუხებენ.