ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ბიძინა ივანიშვილი ტომას მელიას შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ტომას მელიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში ტომ მელია ხელმძღვანელობს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ბიუროს წარმომადგენელი ვენდი სილვერმანი, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში პეიჯ ალექსანდერი, აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთ პროკურატურის განვითარების, დახმარებისა და ტრეინინგის განყოფილების წარმომადგენელი – ქეთრინ ნიუქომბი.

"ეს იყო ჩვენი რიგით მეორე შეხვედრა. პირველად არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შევხვდით. შეხვედრამ  ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და ვფიქრობ, ამერიკა–საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", – აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: