მუსიკა, რომელმაც ეპოქა შექმნა

მუსიკა, რომელმაც ეპოქა შექმნა

მუსიკას დიდი ადგილი უჭირავს თითოეული ჩენგანის ცხოვრებაში. მუსიკა - ეს არის განწყობა, სიამოვნება, სიხარული...


ჩვენ გვახსოვს გასული საუკუნეების ისეთი მუსიკალური შემსრულებლები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა. თუ თვალს გადავავლებთ მუსიკალურ შემოქმედებას,  შეიძლება ითქვას, რომ ეპოქალურ  მუსიკაში წამყვანი ადგილი როკმუსიკას უკავია.


იმისთვის, რომ ჩვენს მკითხველს ნათელი წარმოდგენა შეექმნას მუსიკაზე, რომელსაც მილიონობით ადამიანი ეთაყვანებოდა, რამდენიმე მუსიკალურ ჯგუფს და შემსრულებელს  მიმოვიხილავთ.


საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, როკ-მუსიკას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.


როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჯონ ლენონი აცხადებს: „საუკეთესო როკ-ენ-როლი პირველყოფილია. მისი მელოდია ჯუნგლებიდან მოვიდა“.


როცა მუსიკის უსაზღვრო გავლენაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს როკ-ენ-როლის მეფე - ელვის პრესლი.


1954-1955 წლებში ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდა მომღერალი და გიტარისტი ელვის პრესლი. იგი ამერიკელი ბაპტისტი იყო, რომელმაც მუსიკალური განათლება სამრევლო გუნდში გაიარა.


ელვის აარონ პრესლის კარიერის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ, 1953 წელს სტუდია „Sun Records“–ში ელვისის დისკის  „That’s All Right, Mama“ ჩაწერა (დისკი დაბადების დღეზე დედას მიუძღვნა), რომელმაც მუსიკალურ სამყაროში გადატრიალება მოახდინა.


ელვის პრესლი მსმენელზე ზემოქმედებას უხამსი პროვოკაციული ჟესტებით ახდენდა. 1956 წელს ედი სილვანის შოუში გამოსვლისას რევოლუციური მოწოდებით ოფიციალური აღიარება მოიპოვა: „ბოლო მოვუღოთ ინსტიქტების დათრგუნვას, სოციალურ პირობითობებს, რომლებიც ხელს უშლიან ახალგაზრდებს თავისუფლად და მძაფრად გამოხატონ თავიანთი სექსუალობა!“ ელვისი მაშინვე როკ-ენ-როლის მეფედ აღიარეს და იგი თაყვანისცემის საგნად იქცა როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ.


დაიწყო სექსუალური რევოლუცია: შეიცვალა ჩვევები, ტანსაცმელი, მოდაში შემოვიდა გრძელი თმა... 50-60-იან წლებში ელვის პრესლის კონცერტებზე ადგილი ჰქონდა აღშფოთებას, გამძვინვარებას, მასობრივ ისტერიას, სექსუალურ ექსცესებს, განსაკუთრებით ქალიშვილებში. პრესლი ბოლომდე თავისუფალი სიყვარულის ფილოსოფიას აღიარებდა და ამასვე ქადაგებდა.


ელვის პრესლის არანაკლებ წარმატებული სიმღერები იყო: „Blue Suede Shoes“, „I Want You, I Need You, I Love You“, „Hound Dog“, „Don’t Be Cruel“, „All Shook Up“ და სხვა.

1969–დან 1977 წლმდე მომღერალმა ათასამდე კონცერტი გამართა.  ელვისი, განუწყვეტელი გასტროლების გამო, ენერგიისა და ტონუსის ასამაღლებელ წამლებს იღებდა, რამაც გულის შეტევა გამოიწვია.


1977 წლის 16 აგვისტოს 14:30 ელვის პრესლი გრეისლენდის ტუალეტში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ერთ საათში კი მემფისის ბაპტისტურ მემორიალურ ჰოსპიტალში  მისი გარდაცვალების ფაქტი დარეგისტრირდა. გარდაცვალების დროს მას ცისფერი პიჟამა ეცვა, რომლის სახელოზეც იყო წარწერა: „Scientific Research for the Face of Jesus“. სხეულზე კი მრავალრიცხოვანი ფარმაკოლოგიური ჩარევების კვალი აღმოაჩნდა...


გარდაცვალების მიუხედავად, როკ–ენ–როლის მეფის შემოქმედება დღესაც აქტუალურია. 1985 წელს „როკ–ენ–როლის სიტყვის დარბაზში“ მისი სახელი პირველი ჩაიწერა. 1997 წლის ივლისში მომღერლის მემორიალური „4 CD“ დისკების კრებული გამოვიდა.


როკ-მუსიკის კიდევ ერთი ლეგენდა - “The Beatls


"მზის სხივი მუსიკაში " - დღემდე მათ ასე მოიხსენიებენ.  ყველაფერი  ლივერპულიდან დაიწყო. ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი - ამ ოთხეულმა შექმნა ეპოქა, რომელიც დაივწყებას არასდოეს მიეცემა.


1961 წლის აპრილში ტონი შერიდანისა და "Beatles"  ერთობლივი სიმღერა "My bonnie" გამოვიდა. 1962 წელს ჯგუფი The Beatles ყველამ გაიცნო.


მსოფლიომ შეიყვარა, თან ისე, რომ ისინი სამუდამოდ დარჩნენ უკვდავ მუსიკოსებად, რომლებმაც მართლაც, რომ დაგვიტოვეს ნამდვილი მუსიკა.


შემდეგი მუსიკალური ჯგუფი, რომელმაც მუსიკის ისტორიაში თავისი კვალი  დატოვა, Queen:  ფრედი მერკური, ბრაიან მეი, ჯონ დიკონი და როჯერ ტეილორი.


Queen“- ეს სახელი მოვიფიქრე. ეს მხოლოდ სახელია, მაგრამ მეტად მეფური და ჩინებულად ჟღერს. ეს ძლიერი სახელწოდებაა, მეტად უნივერსალური და უშუალო. მას დიდი ვიზუალური პოტენციალი აქვს და სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ვიცოდი, რომ  ამას ჰომოსექსუალურ მნიშვნელობას მიანიჭებდნენ, მაგრამ ეს მისი მხოლოდ ერთი მხარე იყო“, - ეს არის ამონარიდი ფრედი მერკურის ინტერვიუდან.


Led zeppelin -ჯგუფი დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი.


ჯგუფის პირველი ალბომი ჯერ არ იყო ჩაწერილი, როდესაც 1968 წლის ოქტომბერში შედგა მათი სადებიუტო გამოსვლა სურეის უნივერსიტეტში. ამას მოჰყვა ჯგუფის ჩრდილო ამერიკული ტური (1968/1969), რის შემდეგაც  საკონცერტო გასტროლების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.


1969 წლის 12 იანვარს, მათი პირველი ტურის დასრულების შემდეგ ჯგუფის ეპოქალური სადებიუტო ალბომი გამოიცა. მასში ერთმანეთს კარგად ერწყმის ბლუზი, ფოლკური მოტივები და აღმოსავლური ჰანგები. დისკი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მსუბუქი მეტალის ჩამოყალიბებისთვის. მიუხედავად ამისა, პლანტი ამტკიცებდა, რომ ჯგუფი არ უნდა განიხილონ მსუბუქი მეტალის შემსრულებლად, რადგანაც მათი მუსიკის მესამედი აკუსტიკური იყო.


Pink Floyd - პირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: რიჩარდ რაიტი, სიდ ბარეტი, როჯერ უოტერსი და ნიკ მეისონი. ჯგუფი დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან  1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით.


Pink Floyd მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია.  მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში.


1996 წელს ჯგუფი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ის მსოფლიოში კვლავ დიდი წარმატებით სარგებლობს. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით.


ჯგუფის  ალბომებია The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals  და როკ-ოპერის მსგავსი The Wall.


The Rolling Stones  - ჯგუფი 1962 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მისი წევრები იყვნენ: მიკ ჯაგერი, იენ სტიუარტი, ბილ უაიმენი, ჩარლი უოტსი, კით რიჩარდსი და ბრაიან ჯონსი.


მათი მუსიკა მოიცავდა რიტმ-ენდ-ბლუზისა და ბლუზის ქავერ-ვერსიებს, მაგრამ როკ-ენ-როლი მათ შემოქმედებაში თავიდანვე დომინანტი იყო.


Nirvana - ამერიკული როკ ჯგუფი, დაარსდა ვაშინგტონში. 1991 წელს სინგლის „Smells Like Teen Spirit“-ის წყალობით, ალბომიდან Nevermind, ჯგუფმა მეინსტრიმში შეაღწია და ყველაფერთან ერთად, პოპულარული გახადა ალტერნატიული როკის ერთ-ერთი ქვეჟანრი — გრანჟი. 1990-იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა და მუსიკალურ ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად იქცა.


1988 წლამდე „ნირვანას“ სახელის ევოლუცია მიმდინარეობდა. ჯგუფი შემდეგ სახელებს ატარებდა: Skid Row», Pen Cap Chew, Bliss Throad Oyster, Windowpane, და Ed Ted Fred. 1988 წელს კურტი და კრისტი „ნირვანაზე“ შეჩერდნენ და ამავე წლის მარტში პირველად წარდგნენ სცენაზე ახალი სახელით.


Guns N' Roses - ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი  ლოს-ანჯელესში 1985 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 100 მილიონზე მეტი ასლი მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 43.5 მილიონი - შეერთებულ შტატებში. ამ მონაცემებით, როკ-ჯგუფი  მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰარდ როკ ჯგუფად ითვლება. მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში.


დღეს ჯგუფის ერთადერთი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან ექსლ როუზია, რომელიც უკვე 26 წელია, რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს.


1980-იან წლებში განზ-ენ-როუზიზმა მეტალში შემოიტანა უფრო სერიოზული, ემოციური, ხანდახან კი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მუსიკა. ჯგუფის როკ-ენ-როლური სტილი სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი ამერიკული ახალგაზრდობის გემოვნებისგან, რომელიც ორიენტირებული იყო ალტერნატივაზე, ელექტრონულ მუსიკასა და ჰიპ-პოპზე.


ჯგუფი კრიტიკისგან თავისუფალი არ ყოფილა. მედია ხშირად აკრიტიკებდა მათ ნარკოტიკებისა და სასმელის ხშირად მიღების გამო, ასევე იმ მიზეზით, რომ ექსლი ხშირად იცმევს მაისურებს ჩარლზ მენსონის გამოსახულებით. კრიტიკის საფუძველი ხდებოდა ალბომების გამოცემებს შორის დიდი შუალედებიც.


2012 წლის დასაწყისში Guns N' Roses  წარდგენილი იქნება როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. კრიტიკოსები და ფანები მიიჩნევენ, რომ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობის აღდგენა.


მოამზადა ირმა ჭარაქაშვილმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: