ირაკლი ალასანია ომის ვეტერანებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა
ომის ვეტერანები ჭადრაკის სასახლეში გაფართოებულ შეხვედრას მართავენ. ვეტერანები ტერიტორიული მთლიანობაზე, ყოფილი ხელისუფლების მიერ გაუქმებული შეღავათების აღდგენის საკითხებსა და მომავალ გეგმებზე საუბრობენ.
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მივიდა. ომის ვეტერანთა სხვადასხვა გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორ ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრი მომხრეა იმისა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ომის ვეტერანთა პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.
ამასთან, შეხვედრას არ ესწრება გია ყარყარაშვილი. როგორც ომის ვეტერანებმა განაცხადეს, ყარყარაშვილის შეხვედრაზე არმოსვლის მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაა.