ხვალ თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

ხვალ თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს სარემონტო სამუშაოების გამო ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება.  "თელასში" აცხადებენ, რომ  10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების IV კვარტლის, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის, კაჭრეთის, კახიანის და ხუდადოვის ქუჩების მცხოვრებლებს. 

 

10:00-დან 13:00 საათამდე გაითიშება პეკინის გამზირი, ოჟიოს, შარტავას, გოთუას, ბენდელიანის, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, ვერის შესახვევის და ნიკოლაძის ქუჩები, ხოლო 10:00-დან 12:00 საათამდე - ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილის, აბაშიძის, თაქთაქიშვილის, კავსაძის და ბარნოვის ქუჩები.

 

 

ქვესადგურ "ავლაბარში" პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ყვარლის და მესხეთის ქუჩების მოსახლეობას.

სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: