სიღნაღს დიდთოვლობის გამო წყლის მიწოდება შეეზღუდა

სიღნაღს დიდთოვლობის გამო წყლის მიწოდება შეეზღუდა

სიღნაღის მოსახლეობა დიდთოვლობის გამო სასმელ წყალს შეფერხებით მიიღებს. 

 

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, მწყობრიდან გამოვიდა სიღნაღის "ნასომხარის" სატუმბო სადგურზე არსებული #1 ჭაბურღილის ტუმბო-დანადგარი, რის გამოც დროებით 24-საათიან რეჟიმში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება  შეფერხებულია. 

 

დაზიანების სალიკვიდაციოდ მობილიზებულია სიღნაღის სერვისცენტრი და წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული ფილიალის საავარიო ბრიგადები. უამინდობის გამო ხეობაში, სადაც დამონტაჟებულია ტუმბო-დანადგარი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ტექნიკა გადაადგიილებას ვერ ახერხებს. 

 

"სერიოზული პრობლემის მიუხედავად, ვცდილობთ სიღნაღის მოსახლეობის 80%-ს შეუფერხებლად, 24 საათის განმავლობაში მივაწოდოთ სასმელი წყალი, ხოლო დარჩენილი 20% წყალს 14-16 საათის განმავლობაში იღებს. უახლოეს დღეებში ჭაბურღილის მუშაობა აღდგება და სიღნაღის მოსახლეობა ჩვეულ რეჟიმში, 24-საათიანი გრაფიკით მიიღებს სასმელ წყალს", - განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონულმა მენეჯერმა ფარნა მაყაშვილმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: