უზენაეს სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილებას პარლამენტი შეუწყვეტს?!

უზენაეს სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილებას პარლამენტი შეუწყვეტს?!

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირინე იმერლიშვილის მიერ ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება.

 

ცვლილება ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს წევრი მოსამართლის გათავისუფლების უფლებამოსილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად საქართველოს პარლამენტს გადასცემს. 

 

იმერლიშვილის განმარტებით, სამართლებრივად სწორია, რომ უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილება შეუწყვიტოს იმავე ორგანომ,რომელიც მას ირჩევს ამ თანამდებობაზე. 

 

კომიტეტის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანა. მისივე თქმით, აღნიშნულ მოსაზრებას სრულიად ეთანხმება უმცირესობაც.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: