პარლამენტის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

პარლამენტის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

დღეს პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისთანავე, პარლამენტის თავმჯდომარის  დავით უსუფაშვილის ინიციატივით, დეპუტატებმა 3 წლის წინათ „დიდების მემორიალის“ აფეთქების შედეგად ქუთაისში, პარლამენტის ამჟამინდელი შენობის ადგილზე დაღუპული დედა-შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.


„ვიდრე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე გადავალთ, მინდა გავიხსენო ტრაგედია, რომელიც სამი წლის წინ იმ ადგილზე მოხდა, სადაც პარლამენტის შენობაა განთავსებული. მაშინ უბედურ შემთხვევას დედა-შვილი ემსხვერპლა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ ტრაგედიის მსხვერპლნი და წუთიერი დუმილით პატივი ვცემთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.


მისივე თქმით, ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია.


„იმედი მაქვს, ისინი, ვისაც მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებათ, მთელ მსოფლიოში სათანადო დასკვნებს გამოიტანენ”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: