"მის სამყარო 2012" ამერიკელი ლამაზმანი გახდა
ამერიკელი ოლივია კალპო სილამაზის საერთაშორისო კონკურსის "მის სამყარო 2012-ის" გამარჯვებული გახდა.
როდ-აილენდის 20 წლის მკვიდრმა ექვსი კონტინენტის 88 გოგონას აჯობა და „მის სამყაროს“ ტიტული დაიმსახურა. აშშ-ის წარმომადგენელს ამ კონკურსში 1997 წლის შემდეგ არ გაუმარჯვია.
გამარჯვებულმა საპატიო გვირგვინი, რომლის ღირებულება 270 ათასი აშშ დოლარია, შარშანდელი მის სამყაროს ტიტულის მფლობელის, ანგოლის წრმომადგენლის ლეილა ლოპესისგან მიიღო.
მეორე ადგილზე ფილიპინების წარმომადგენელი ჟანი ტიუგონონი გავიდა, მესამეზე კი ვენესუელის წარმომადგენელი სოფია ერეს კუინტერო. ოლივია კალპოს ასევე გადაეცა 45 ათასი აშშ დოლარის გრანტი და მას მოუწევს ერთი წლის განმავლობაში ქველმოქმედებით დაკავდეს, რისთვისაც დამატებითი ანაზღაურება მიეცემა.
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსი "მის სამყარო" 1952 წლიდან ტარდება.