მიხეილ სააკაშვილი: მთავრობამ ჩაოხრებული შენობებიდან ჩვენს მიერ აშენებულ შენობებში გადაინაცვლა

მიხეილ სააკაშვილი: მთავრობამ  ჩაოხრებული შენობებიდან ჩვენს მიერ აშენებულ შენობებში გადაინაცვლა

“ახალ მთავრობას და მის შემადგენლობაში დაბრუნებულ ძველ მაღალჩინოსნებს, - თამაზაშვილებს, ნაცვლიშვილებსა და ახვლედიანებს, ერთი კონკრეტული პროგრამა აქვთ – პირადი გამდიდრება და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.


პრეზიდენტი ასევე შეეოხო, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელიც, გორში სამხედრო აკადემიის დათვალიერებისას გააკეთა.


"გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, თურმე მე იმიტომ გამოვდივარ და ვიძახი რაღაცებს, რომ აგარაკების მშენებლობა შემიჩერეს. რბილად რომ, ვთქვა ამ უცნაურ განცხადებას ის აკეთებს ჩემს და თქვენს მიერ გაზიზინებული და აშენებული გორის ბაზის ტერიტორიაზე. დააბრუნეს ის სუბიექტები, რომლებიც ჩაოხრებულ შენობებში იყვნენ, ჩვენს მიერ აშენებულ შენობებში გადაინაცვლეს და ამ ჩვენს მიერ აშენებული შენობების ფონზე აკეთებენ განცხადებებს ჩვენს კორუფციასა და აგრაკებზე. სინდისიც ხომ კარგი საქონელია?. 11-ჯერ გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი. ეს როგორ მოხდა? მესმის, რომ მათემატიკაში ბევრი მათგანი მოიკოჭლებს, ოროსნების ბრიგადასთან გვაქვს საქმე, მარტო მნგრეველების ბრიგადასთან კი არა. თან 11-ჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, თან ამდენი რაღაც ავაშენეთ და თან აგარაკები და პირადი ცხოვრებაც მოვიწყვეთ?"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: