სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

საქართველოს კანონში „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ ცვლილებები შედის.


კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე II მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა წარმოადგინა.


მომხსენებლის განცხადებით, საკითხის პირველი მოსმენით განხილვის დროს იურიდიულმა დეპარტამენტმა გარკვეულ ნორმებთან დაკავშირებით იურიდიული ხასიათის შენიშვნები გამოთქვა, რომელიც კანონპროექტის ავტორის მიერ გაზიარებული და დოკუმენტში ასახული იქნა.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ასევე II მოსმენით „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა.


პარლამენტის წევრის, ნოდარ ებანოიძის განმარტებით, დოკუმენტი მნიშვნელოვან ცვლილებას მოიცავს და მასში სრულად იქნა გაზიარებული უმცირესობის მხრიდან გამოთქმული პოზიცია.


კომიტეტის სხდომის დასასრულს „2013-2015 წლების ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტიც განიხილეს.


კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: